|
2017-03-24 13:44:03, 1535 ნახვა
საზოგადოება
მამა მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის თხოვნით, თანამდებობაზე დაბრუნდა
მამა მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის თხოვნით თანამდებობაზე დაბრუნდა. როგორც ბოტკოველმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მისი თხოვნა პატრიარქმა არ დააკმაყოფილა . „დიახ დავბრუნდი თანამდებობაზე. ეკლესიაში მსახურების სპეციფიკა განსხვავდება საერო თანამდებობისგან. ჩვენ სუბორდინაციული ინსტიტუცია ვართ და ამიტომ პატრიარქმა არ დააკმაყოფილა ჩემი თხოვა. ის ჩემი მღვდელმთავარია, ჩემი ეპარქიის მღვდელმთავარია და აქედან გამომდინარე მან მთხოვა, რომ დავუბუნდე ჩემს პოზიციას და სხვა არგუმენტი არ მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი სურვილი მქონდა გავთავისუფლებულიყავი, მან არ დამრთო ამისი ნება და მე ორშაბათიდან შევუდექი ჩემი საქმიანობის გაგრძელებას“,-განაცხადა ბოტკოველმა. შეგახსენებთ, მამა მიქაელ ბოტკოველმა პატრიარქის მდივნის თანამდებობა 23 თებერვალს დატოვა. პატრიარქის მდივანმა თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პატრიარქის იმ დროინდელმა დაცვის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა ის სიცრუეში დაადანაშაულა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)