|
2017-03-24 13:04:42, 2537 ნახვა
ეკონომიკა
საფრანგეთის მეცხოველეობის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამინისტროში, საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს პროექტის „კერძო სექტორის გაუმჯობესება" ფარგლებში, საფრანგეთის მეცხოველეობის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილეები - გიორგი ხანიშვილი, იური ნოზაძე და რევაზ ასათიანი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საფრანგეთის მეცხოველეობის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა, საქართველოში მეცხოველეობის დარგის განვითარების პოტენციალის შეფასების მიზნით, მათ მიერ შესწავლილი რეგიონების (ახალციხე, რაჭა, აბაშა, სენაკი) შესაძლებლობების და არსებული მდგომარეობის ანგარიში წარმოადგინეს. ფრანგმა სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მეცხოველეობის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქართული ჯიშების გაუმჯობესების საკითხებში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საპილოტე ფერმები აბაშასა და სენაკში მოეწყობა. საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს პროექტის „კერძო სექტორის გაუმჯობესება" ფარგლებში, საფრანგეთის მეცხოველების ინსტიტუტის წარმომადგენლები აპრილის თვეში მორიგი ვიზიტით ეწვევიან საქართველოს, ხოლო პროექტის დასასრულს, საფრანგეთის მეცხოველეობის ინტიტუტის წარმომადგენლები საქართველოს ბაზრის კვლევისა და ეკონომიკური ანალიზის დოკუმენტს წარმოადგენენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)