21:57 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 19:11:49, 3088 ნახვა

პოლიტიკა ეკონომიკა სამართალი საზოგადოება
აკადემიური საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

ქ. ბათუმში სასტუმრო რედისონში აკადემიური საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. 

საზღვაო განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საკონსულტაციო საბჭო პირველად საქართველოს საზღვაო ისტორიაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის (საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ელჩის საქართველოში) კაპიტან მამუკა ახალაძის ბრძანებით 2017 წლის 07 მარტს შეიქმნა,  რომლის წევრებიც გახლავთ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები, საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი დაწესებულებების ხელმძღვანელები, განათლებისა და წვრთნების ექსპერტები, ლოცმანები და საკრუინგო კომპანიების Columbia Shipmanagement- ის, Queensway Service-სა და Marlow Crew Management-ის წარმომადგენლები. 
აღნიშნული საბჭოს სხდომები, რომელშიც გაერთიანებულია საზღვაო სფეროს მარეგულირებელი ორგანო, დამსაქმებლები და სასწავლებლები, ჩატარდება კვარტალში ერთხელ და მიზნად ისახავს:

საზღვაო განათლების განვითარების ხელშეწყობა, საზღვაო განათლების სფეროში საგანმანათებლო პოლიტიკის დაგეგმვა და მის განხორციელებასთან დაკავშირებული წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება

განათლების გაუმჯობესების მიზნით დასახული მიზნების მხარდაჭერის უზრუნველყოფა .
ქართველი კადეტების და მეზღვაურების პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics