14:55 - 04 Jul, 2026
|
2017-03-23 10:49:27, 1397 ნახვა
საზოგადოება
ყაზბეგზე ავტომანქანა ჯერ მგზავრთა გაჩერებაზე, შემდეგ კი გაზეთების ჯიხურებში შევარდა
ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მოხა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ გაჩერებაზე, შემდეგ კი იქვე მდგარ გაზეთების ჯიხურებში შევარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად მხოლოდ ერთი ადამიანი - მძღოლი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, მძღოლი ჯერ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მან მკურნალობაზე უარი თქვა და კლინიკა დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)