|
2017-03-23 09:53:02, 1401 ნახვა
საზოგადოება
The Independent: ლონდონში ტერაქტის მოწყობაში აბუ იზზადინია ეჭვმიტანილი
მამაკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, ლონდონში პარლამენტის შენობასთან თავდასხმაშია ეჭვმიტანილი აბუ იზზადინია. მისი ყოფილი სახელი - ტრევორ ბრუქსია, - ამის შესახებ გამოცემა The Independent იუწყება. როგორც გამოცემა წერს, ეჭვმიტანილი ადრე ტერორისტებთან კავშირში იყო ბრალდებული. კერძოდ კი, აბუ იზზადინს ტერორისტული აქტების წაქეზებისა და მათი განდიდებისთვის თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, მედია საშუალების ინფორმაციით, ეჭვმიტანილს YouTube- ზე საკუთარი არხი აქვს, სადაც ვიდეოებს აქვეყნებს. გავრცელებულ ვიდეოში იგი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებს „მოღალატეებს“ უწოდებს და „სამართალდამცველების“ მოკვლის ინიციატივით გამოდის. მედიის ცნობით, ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები მსგავსი ლოზუნგების გამო უკვე დიდი ხანია აკვირდებიან. გამოცემის ინფორმაციით, მამაკაცი ლონდონის გარეუბან ჰაკნიში დაიბადა. მან ისლამი 1993 წელს მიიღო, როდესაც 18 წლის გახდა და სახელად - ომარ დაირქვა. ბრიტანეთის ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ იგი რადიკალური ისლამისტური შეხედულებების მხარდამჭერი იყო. მედიის თანახმად, იგი იმედოვნებდა, რომ თვითმკვლელი - ტერორისტი გახდებოდა. როგორც The Independent წერს, იზზადინამ სოციალური ქსელებიც ანგარიში დაბლოკა. 2008 წელს ცნობილი გახდა, რომ ქალაქ კინგსტონის სასამართლომ 6 არაბული წარმოშობის პირი ტერორიზმის წაქეზებაში დამნაშავედ სცნო. ამ საქმის ერთ-ერთი ბრალდებული იყო ომარ ბრუკსი იყო, ცნობილი როგორ აბუ იზზადინი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)