04:48 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-16 13:37:49, 2647 ნახვა

ეკონომიკა
სურამში მდებარე ყოფილი ბანაკი „ფოლადი“ ელექტრონულ აუქციონზე იყიდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ პროექტს წარმატებით აგრძელებს.

როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის მიზანია ინვესტორებს საქართველოს მასშტაბით უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით სასტუმრო-კომპლექსის განვითარება შესთავაზოს.

ამჯერად სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად დაბა სურამში, ჩუმათელეთში მდებარე ყოფილი ბანაკი „ფოლადი“ გამოიტანა.

უწყების ინფორმაციით, უძრავი ქონება 27 ერთეულ შენობა-ნაგებობას მოიცავს, რომელიც განთავსებულია 30511 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და წარმოადგენს მიმზიდველ ინფრასტრუქტურას მისი შემდგომში სასტუმრო კომპლექსის მოსაწყობად. უძრავი ქონების საწყისი ღირებულება 890 000 ლარს შეადგენს და აუქციონის პირობების მიხედვით მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს სულ მცირე 400 000 ლარის ინვესტიცია და არანაკლებ 20 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა.

აუქციონის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.eauction.ge/Home/EntityView/417724

ცნობისთვის, პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ 2016 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს და დღეის მდგომარეობით, ჯამში 10 554 000 ლარის სახელმწიფო ქონება გაიყიდა, ხოლო სასტუმრო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 15 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics