07:45 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 18:38:10, 1526 ნახვა

საზოგადოება
გახარია: Check in Georgia-ს ფარგლებში ღონისძიებების ჩატარებისთვის პრომოუტერებს მიმზიდველ და ოპტიმალურ პირობებს შევთავაზებთ

Check in Georgia-ს ბიუჯეტი, შარშანდელთან შედარებით, იქნება ბევრად ნაკლები, მაგრამ ეს შემცირება მოხდება არა იმიტომ, რომ ღონისძიებებს შევამცირებთ, არამედ იმიტომ, რომ ეს ღონისძიებები გავხადოთ ბევრად უფრო ეფექტური, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. 

ეკონომიკის მინისტრის თქმით, „აეროსმიტის“ კონცერტის შემდეგ  გამოცხადდება ტენდერები ძალიან მიმზიდველი და ოპტიმალური პირობებით, სადაც მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ  როგორც ქართველ, ისე უცხოელ პრომოუტერებს და სხვადასხვა სააგენტოებს.  

„აქედან გამომდინარე,  კონცერტების ზუსტი გრაფიკი ამ დროისთვის არ არსებობს, თუმცა, სულ მალე იქნება და დარწმუნებული ვარ, გაკვირვებულნი იქნებით, რამდენად ეფექტურად იქნება ეს რესურსი გამოყენებული“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც  გახარიამ განაცხადა, მსგავსი ღონისძიებების მოწყობაში მოხდება  სახელმწიფოს არა 100 პროცენტით მონაწილეობა, არამედ თანამონაწილეობა. „ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა დარგის წარმომადგენლებთან და იმ ადამიანებთან, რომლებსაც ეხებათ ეს მიმართულება.  კერძო სექტორის ჩართულობა იქნება ძალიან აქტიური. „აეროსმიტის“  კონცერტი  იქნება ბოლო, სადაც სახელმწიფოს სრული მონაწილეობა იყო“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics