|
2017-03-14 16:40:21, 1697 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში უკრაინის პრეზიდენტისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტები იგეგმება
მიმდინარე კვირას საქართველოს უკრაინის და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან. ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ ჯანელიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, კოლეგებთან შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოსა და და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ვიზიტების მომზადებაზე ისაუბრებენ. „მინდა მივესალმო ჩვენი ორი კოლეგის საქართველოს მეგობარი ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტს. ეს არის უნგრეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც მიმდინარე კვირაში ეწვევიან საქართველოს. იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში. საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა გამოყენებული იქნება ამ მაღალო დონის ვიზიტების დასაგეგმად და ორმხრივ, რეგიონალურ ურთიერთობებში შემდგომი თანამშრომლობის ნაბიჯების განსასაზღვრად“,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)