|
2017-03-13 15:52:48, 1706 ნახვა
პოლიტიკა
„ქვეყანაში არეულობების მოწყობის მცდელობას თავი დაანებეთ“ - კამათი კომიტეტის სხდომაზე
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ბათუმის აქციასთან დაკავშირებით მსჯელობა მოითხოვეს, რასაც კამათი მოჰყვა. უმრავლესობის წევრებმა ოპოზიციის მოთხოვნა არ გაიზიარეს. მათი თქმით, რეგლამენტით არ არის გათვალისწინებული კომიტეტზე ამ საკითხზე მსჯელობა. ასევე, უმრავლესობის წევრების შეფასებით, ვინაიდან მიმდინარეობს აქტიური გამოძიება, ამ ეტაპზე მსჯელობის გამართვა მიუღებელია. „არ მჭირდება თქვენი სწავლება რა. შოუების მოწყობას და ქვეყანაში არეულობების მოწყობის მცდელობას თავი დაანებეთ. ყველას გირჩევთ, გამოიჩინეთ ზრდილობა და კორექტულობა“,-მიმართა ოპონენტებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძემ. ოპოზიცია ხელისუფლებისგან ბათუმში განვითარებული მოვლენების დროულ გამოძიებას ითხოვს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)