|
2017-03-13 11:03:35, 1668 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი კამპანიას „კონსტიტუცია ყველასია“ დღეს თელავიდან დაიწყებს
საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად, დღეს კამპანია „კონსტიტუცია ყველასია" ფარგლებში შეხვედრებს გამართავს თელავისსახელმწიფო უნივრსიტეტში და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. ქვეყნის პირველი პირი კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სტუდენტების და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მოსაზრებებს მოისმენს. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ კამპანია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საკონსტიტუციო კომისიას, როდესაც დაიწყებს საერთო სახალხო განხილვებს. ამ პროცესში უფრო აქტიურად ჩაერთვებიან საქართველოსმოქალაქეები და ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა, საკონსტიტუციო კომისიას შევთავაზოთ სწორედ ჩვენი დახმარება საერთო სახალხო განხილვის პროცესში," - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. პრეზიდენტის კამპანია ქვეყნის უზენაესი კანონის დამტკიცებამდე, ცვლილებების განხილვის პროცესში, საერთო სახალხო ჩართულობას გულისხმობს. პრეზიდენტი კამპანიის ფარგლებში ჩასვლას ყველა რეგიონში გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)