|
2017-03-12 12:53:25, 1889 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების ჩატარება საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციას წარმოადგენს
„ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების ჩატარება წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას, რომელსაც არ გააჩნია იურიდიული ძალა და ვერ ექნება სამართლებრივი შედეგი“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაშია აღნიშნული. „ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების ჩატარება წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას, რომელსაც არ გააჩნია იურიდიული ძალა და ვერ ექნება სამართლებრივი შედეგი.იმ ვითარებაში, როდესაც აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი არის ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი, რომლებსაც დღემდე არ ეძლევათ საკუთარ ტერიტორიაზე დაბრუნების საშუალება, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას წარმოადგენს უცხო სახელმწიფო - რუსეთის ფედერაცია, შეუძლებელია ვისაუბროთ მოსახლეობის ნების თავისუფალ გამოხატვაზე“,-ნათქვამია განცხადებაში. გიორგი მარგველაშვილი მიმართავს საერთაშორისო საერთაშორისო თანამეგობრობას, არ დაუშვას საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაცია. „კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისაკენ“,-აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნები ტარდება.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)