|
2017-03-12 05:41:46, 1682 ნახვა
პოლიტიკა
ენმ - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ იმოქმედოს ბათუმში შექმნილი უაღრესად საშიში ვითარების მშვიდობიანად განსამუხტად
"ნაციონალური მოძრაობა" ბათუმში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "უკიდურეს შეშფოთებას გამოვთვამთ ბათუმში განვითარებული ძალადობრივი პროცესების გამო, რომელსაც წინ უძღოდა საქართველოს მოქალაქეების კანონიერი და მშვიდობიანი პროტესტი პოლიციის კონკრეტული თანამშრომლების მიმართ. ვგმობთ ძალადობას, რომლის სამწუხარო გამოვლინებაც იყო უპრეცედენტო დანაშაული – საპატრული პოლიციის მანქანისთვის ცეცხლის წაკიდება! პროტესტის გამოხატვა უნდა ხდებოდეს კანონის ფარგლებში, მშვიდობიანად. მოვუწოდებთ ბათუმის ქუჩებში გამოსულებს და ბათუმელებს სიმშვიდისკენ და მართლწესრიგის დაცვისკენ. მოვუწოდებთ მათ არ აყვნენ პროვოკაციებს, ხელი შეუწყონ ვითარების განმუხტვას და სტაბილურობას. საგანგაშო იყო ხელისუფლების არაადეკვატური რეაქცია სახალხო პროტესტზე. მისი სრული უმოქმედობა – დროულად განემუხტა ვითარება, რასაც პროცესების ძალადობაში გადასვლა მოჰყვა, ხელისუფლებაზე გაბრაზებული მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეს სპეცრაზმი, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, არიან დაშავებულები, მათ შორის პოლიციის მხრიდან. ბათუმში შექმნილ დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომლის პირობებშიც საქართველოში ასე დასუსტდა და მოიშალა სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლის პირობებშიც დასაცავია პოლიცია სრული დემორალიზაციისგან. მოვუწოდებთ ხელისუფლებას სასწრაფოდ იმოქმედოს ბათუმში შექმნილი უაღრესად საშიში ვითარების მშვიდობიანად განსამუხტად. სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული ძალადობის ესკალაციის მიზეზები და გარემოებები. ამასთან, ყველამ ერთად უნდა ვიმსჯელოთ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ქვეყანაში ძალადობრივი პროცესების განვითარებაში, რომელსაც არ შეუძლია კრიზისებთან გამკლავება, რომელიც არის ოლიგარქ ივანიშვილის – და არა საქართველოს და მისი მოქალაქეების სამსახურში. შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებში მატულობს უკმაყოფილება და ბრაზი უპასუხისმგებლო ხელისუფლების, ნეპოტიზმის, კორუფციის, განუკითხაობისა და უპერსპექტივობის მიმართ. ხელისუფლება, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში სიმშვიდეს და სტაბილურობას, გვართმევს ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივას", - ნათქვამია განცხადებაში.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)