12:39 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-10 11:24:21, 2162 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მიხეილ ჯანელიძე: სტრასბურგში ჩემი ვიზიტი „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვას არ ემსახურებოდა

„ჩემი ვიზიტი სტრასბურგში კონკრეტული საქმის განხილვას არ ემსახურებოდა“, - ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტის კითხვას, „იყო თუ არა უშედეგო მისი ვიზიტი სტრასბურგში „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით“.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პირები, რომლებსაც ევროსაბჭოში შეხვდა, უფლებამოსილი არ არიან კონკრეტული საქმე განიხილონ.

„მე ვნახე რომ გარკვეული სპეკულაციები მოჰყვა ჩემს ვიზიტს, მაგრამ იმ პირებს, რომლებიც საუბრობდნენ ამ ვიზიტთან დაკავშირებით, რომ თითქოს ეს ემსახურებოდა კონკრეტულად „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვას, კარგად მოეხსენებათ, რომ ყველა ის პირი, რომელსაც მე შევხვდი ევროპის საბჭოში, არ არის უფლებამოსილი განიხილოს კონკრეტული საქმე“, - აღნიშნა ჯანელიძემ.

მისივე განმარტებით, საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის უფლებამოსილი, კონკრეტულ საქმესთან დაკვშირებით ისაუბროს.

„ამას აკეთებს იუსტიციის სამინისტრო, ამიტომ ყოველგვარი სპეკულაცია ამ საქმესთან დაკავშირებით გაუგებარია“, - განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძემ სტრასბურგში მისი ვიზიტის შესახებაც ისაუბრა:

„საგარეო საქმეთა სამინისტრო არის პასუხისმგებელი ევროპის საბჭოსთან წარმართოს მუშაობა. ჩვენ გვაქვს ძალიან ღია და ტრანსფარანტული თანამშრომლობა, ვთანამშრომლობთ დემოკრატიულ რეფორმებთან მიმართებაში. ეს თანამშრომლობა წლებია წარმატებით ხორციელდება. საქართველომ მიაღწია ძალიან დიდ წარმატებას ამ კუთხით. ადამიანის უფლებები საქართველოში ბევრად უფრო დაცულია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. მე მივაწოდე მათ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ და მათ შორის მედია გარემოს შესახებ“, - აღნიშნა ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics