|
2017-03-09 19:54:30, 1867 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი მოსმენების კანონზე საპარლამენტო ფრაქციებს კონსულტაციებს სთავაზობს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო ფრაქციებს, ე.წ. ფარული მოსმემენების შესახებ კანონზე ხელმოწერის გადაწყვეტილების მიღებამდე, კონსულტაციებს სთავაზობს, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა. როგორც დოლიძემ აღნიშნა, დოკუმენტი ადმინისტრაციაში ხელმოსაწერად უკვე შესულია. "ადმინისტრაციას კანონთან დაკავშირებით კითხვები აქვს. პირველი რამდენად შეესაბამება ახლად შესაქმნელი სააგენტოს სტრუქტურა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მეორე - რამდენად გამართლებულია ის ტვირთი, რომელსაც კანონი კერძო ბიზნესსა და კომპანიებს აკისრებს ," - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პაკეტი ხელმოსაწერად 6 მარტს შევიდა. გიორგი მარგველაშვილს ხელმოსაწერად 10 დღიანი ვადა აქვს. რამდენიმე კვირის წინ, გადაცემამ "არჩევანში" სტუმრობისას, მარგველაშვილმა არ დააკონკრეტა გამოიყენებს თუ არა ვეტოს უფლებას თუ კანონპროექტს იმ სახით მიიღებენ, როგორი სახითაც ის პარლამენტში იყო ინიცირებული. "ვნახავ, რა კანონპროექტი იქნება და ამის მერე მივიღებ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ანა დოლიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა 1 მარტს ფარული საგამოძიებო ქმედებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით, 84 დეპუტატი 3-ის წინააღმდეგ, დაამტკიცა. სხდომას ბოიკოტის ნიშნად "პატრიოტთა ალიანსი" და "ევროპული საქართველო" არ დაესწრო.
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)