|
2017-03-06 12:07:30, 1565 ნახვა
საზოგადოება
საზმაუს სამეურვეო საბჭო: მაუწყებელზე ახალი სეზონის დადგომამდე არცერთი გადაცემა არ დაიხურება
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის გრიგოლ გოგელიას განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახალი სეზონის დადგომამდე არცერთი გადაცემა არ დაიხურება. ამავე ფაქტს ბორდის წევრი სულხან სალაძეც ადასტურებს. როგორც გოგელიამ და სალაძემ აღნიშნეს, ამ ეტაპზე, მენეჯმენტის შემოთავაზება, რომელიც გულისხმობდა გადაცემების დაყოფას მწვანე, ყვითელ და წითელ ფერებად, აღარ არის აქტუალური. სულხან სალაძის განმარტებით, გასულ კვირას მენეჯმენტს სამეურვეო საბჭომ სამსახურეობრივი ბარათი წარუდგინა, სადაც მენეჯმენტი ადასტურებს, რომ მიმდინარე ბადე 17 ივლისის ჩათვლით იქნება გათვალისწინებული და ყველა გადაცემა ფუნქციონირებას გააგრძელებს. „პარალელურად, მენეჯმენტი საუბრობს, რომ იგი გამოაცხადებს კონკურსს ყველა დაინტერესებული ჯგუფისთვის სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელთაც შეეძლებათ მიიღონ მონაწილეობა ახალ სეზონზე, რომელიც სექტემბერში გაეშვება, თუმცა, ხვალ ჩანიშნულია სამეურვეო საბჭოს სხდომა, სადაც უფრო ბევრი საკითხი ცხადი და ნათელი გახდება“,- განაცხადა სულხან სალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)