14:46 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-03 17:24:53, 2047 ნახვა

სამართალი
„რუსთავი2“-ის იურისტებმა ევროსასამართლოში მიმართვა უკვე გააგზავნეს

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის იურისტებმა ევროსასამართლოში მიმართვა  უკვე გააგზავნეს.

იურისტის თამთა მურადაშვილის განმარტებით, ეს არა სარჩელი, არამედ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ მოთხოვნაა:

„რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვთხოვთ სტრასბურგის სასამართლოს,  შეაჩეროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება იმ მომენტამდე, სანამ არ იქნება არსებითად განხილული ჩვენი სარჩელი, რომელიც შევა უახლოეს მომავალში სტრასბურგის სასამართლოში“,-განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

მისივე თქმით, არ არსებობს პრეცედენტი ევროპის სასამართლოს ისტორიაში, რომ მას მიეღოს დადებითი გადაწყვეტილება ამგვარ საქმეზე. შესაბამისად, მურადაშვილის განმარტებით,  სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნის დაკმაყოფილების შანსები მინიმალურია:

„ანუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მას არასდროს გამოუყენებია სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, ამას სტრასბურგის სასამართლო იყენებს  კანონით დაცული ყველაზე დიდი სიკეთის, ადამიანის სიცოცხლის დასაცავად, როცა ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ვთქვათ როცა საქმე ეხება ექსტრადირებას. შესაბამისად,  გაცნობიერებული გვაქვს, რომ  ამ სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნის დაკმაყოფილების შანსები არ არის დიდი, ძალიან მინიმალისტურია, თუმცა მაინც ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო გვეცადა“,-აღნიშნა თამთა მურადაშვილმა.

„რუსთავი2“-ის იურისტებმა ევროსასამართლოში მიმართვა  უკვე გააგზავნეს

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის იურისტებმა ევროსასამართლოში მიმართვა  უკვე გააგზავნეს.

იურისტის თამთა მურადაშვილის განცხადებით, ეს არ არის სარჩელი, არამედ არის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ მოთხოვნა:

„რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვთხოვთ სტრასბურგის სასამართლოს,  შეაჩეროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება იმ მომენტამდე, სანამ არ იქნება არსებითად განხილული ჩვენი სარჩელი, რომელიც შევა უახლოეს მომავალში სტრასბურგის სასამართლოში“,-განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

მისივე თქმით, არ არსებობს პრეცედენტი ევროპის სასამართლოს ისტორიაში, რომ მას მიეღოს დადებითი გადაწყვეტილება ამგვარ საქმეზე. შესაბამისად, მურადაშვილის განმარტებით,  სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნის დაკმაყოფილების შანსები მინიმალურია:

„ანუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მას არასდროს გამოუყენებია სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, ამას სტრასბურგის სასამართლო იყენებს  კანონით დაცული ყველაზე დიდი სიკეთის, ადამიანის სიცოცხლის დასაცავად, როცა ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ვთქვათ როცა საქმე ეხება ექსტრადირებას. შესაბამისად,  გაცნობიერებული გვაქვს, რომ  ამ სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნის დაკმაყოფილების შანსები არ არის დიდი, ძალიან მინიმალისტურია, თუმცა მაინც ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო გვეცადა“,-აღნიშნა თამთა მურადაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics