|
2017-03-01 15:51:47, 1456 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ა/რ-სა და მანგისტაუს ოლქს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აჭარის მთავრობის დელეგაციის ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში, დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მანგისტაუს ოლქის მერს ალიკ აიდარბაევს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას აჭარის მთავრობის დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მ/შ რევაზ საყვარელიძე ესწრებოდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი რეგიონების პირველმა პირებმა ზურაბ პატარაძემ და ალიკ აიდარბაევმა მოაწერეს. თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს როგორც გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური კავშირების განვითარებას, ასევე ეკონომიკურ სუბიექტებს შორის კონტაქტების დამყარებას, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სამრეწველო პარტნიორობისა და ერთობლივი საწარმოების შექმნის საკითხებს. მემორანდუმის თანახმად მხარეები კავშირებს ჯანდაცვის, ტურიზმის, განათლების, კულტურის, სპორტის, ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით გააღრმავებენ. მხარეები სხვადასხვა ფორმით გაუწევენ მხარდაჭერას ეკონომიკურ თანამშრომლობას, კერძოდ, ერთობლივი მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტების შემუშავებასა და რეალიზაციას. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში რეგიონები ხელს შეუწყობს საინვესტიციო პარტნიორობის განვითარებას, ერთობლივ გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობას. აჭარის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დღეს დასრულდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)