07:00 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 12:18:09, 1989 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარსადგენად შესაძლოა მთავრობასთან შეთანხმება მოუწიოს

პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილება შესაძლოა კონტრასიგნაციას დაექვემდებაროს. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, აღნიშნულის თაობაზე მოსაზრება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფში გამოითქვა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის. 

მისივე თქმით, პირადად აღნიშნულ საკითხს სისტემაში უყურებს, რომ “არ დარჩეს ფუნქციები აღრეული და ის ხელისუფლების სამ შტოს შორის გადანაწილდეს.“ 

"ჩვენ უფლებების ჭრილში სისტემურად ვუყურებთ საკითხს. როცა პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური იყო, გასაგები იყო, რომ ის იმ სისტემაში თავსებადი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი მთავრობის მეთაური აღარ არის და მთავრობის მეთაურია პრემიერია, უფლებების გადანაწილება უნდა დავინახოთ სწორედ ხელისუფლების სამ შტოს შორის განაწილების სისტემაში. აქედან გამომდინარე, შეიძლება მოხდეს გარკვეული კორექტირების შეტანა“, - აღნიშნა ბესელიამ. 

ცნობისთვის, პარლამენტში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე ადამიანის ძირიტადი უფლებებისა და თავისუფლების, სასამართლო ხელისუფლების, ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხებს განიხილავენ. სხდომას საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან. 


 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics