|
2017-02-27 16:33:50, 2703 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი ბანკისა და PwC Georgia-ს ერთობლივი ტრენინგი მეწარმეებისთვის
საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით თიბისი ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს უფასო ტრენინგებს სთავაზობს. მეწარმეთა მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ ტრენინგების ფორმატი შეიცვალა და ის უფრო მასშტაბური გახდა. თიბისი ბანკში გამართულ ტრენინგს უძღვებოდნენ PwC Georgia - ს საგადასახადო დეპარტამენტის დირექტორი და უფროსი მენეჯერები. სამსაათიანი ინტენსიური კურსი, რომელიც ეხება საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებს, კერძოდ, მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე გადასვლას, დაეხმარება ორგანიზაციებს, ადვილად ადაპტირდნენ ახალ კანონმდებლობასთან. ტრენინგი თიბისი ბანკის სათაო ოფისში გაიმართა და მას სხვადასხვა კომპანიის 80-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებიც თიბისი ბანკის კლიენტები არიან. ე.წ. ესტონურ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით ტრენინგები სექტემბრიდან იმართება და მათში უკვე 1500 - მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ბიზნესის წარმომადგენლებს თიბისი ბანკი უკვე მესამე წელია სთავაზობს ტრენინგებს მენეჯმენტის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებში, როგორიცაა ინტერნეტ მარკეტინგი, დაგეგმვა, ბიუჯეტირება და ინოვაციების მართვა. ტრენინგების მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, მართვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და გაძლიერებაა. ტრენინგში მონაწილე პირები შეძლებენ ცოდნის გაღრმავებას კონკრეტულ სფეროში, მართვის უნარჩვევების გაუმჯობესებას, ფინანსების სწორად მართვასა და ტექნოლოგიური სერვისების სწორად გამოყენებას, რაც მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარება.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)