|
2017-02-27 13:35:09, 2497 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ ახალი რეგულაცია მიიღო
ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა 539/2001 რეგულაციის ცვლილება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს. გადაწყვეტილება ევროსაბჭოს მინისტრებმა რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. აღსანიშნავია, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეს საბოლოო ნაბიჯია. რაც შეეხება შემდგომ პროცედურებს, 1 მარტს 14:00 საათზე განახლებულ რეგულაციას ხელი მოეწერება ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ და რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში. გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გაემგზავრონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას 2 თებერვალს, პლენარულ სხდომაზე დაუჭირა მხარი. 553 ევროპარლამენტარი უვიზო მიმოსვლის დაწესების მომხრე იყო, ხოლო 66 წინააღმდეგი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)