00:45 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-27 12:05:09, 2463 ნახვა

ეკონომიკა
ტექნოპარკს უნივერსიტეტის - new vision სტუდენტები ეწვევიან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების სააგენტოს, ტექნოპარკში,  უნივერსიტეტის - new vision სტუდენტები დღეს 19:00 საათზე  ეწვევიან.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით,  სტუმრები ტექნოპარკის სივრცეს  დაათვალიერებენ და  სააგენტოს პროექტებსა და პროგრამებს გაეცნობიან.

მათივე ინფორმაციით, ასევე, ინოვაციების სააგენტოსა და New Vision-ის წარმომადგენლებს შორის დაგეგმილია  ორმხრივი შეხვედრა, სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებისა და მემორანდუმის  გაფორმების განხილვის მიზნით.

ცნობისთვის,  უნივერსიტეტი New Vision დაარსდა 2013 წელს. ის სტუდენტებს პიროვნების თავისუფალი განვითარების ხელშემწყობ საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს. პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტის თავისუფალ არჩევანზე - გამოიმუშაოს ძირითადი სპეციალობის ფარგლებში სასურველი კომპეტენციები და შეიძინოს დამატებითი სპეციალობა, ან მოახდინოს სხვადასხვა პროგრამის კომპონენტების თავისუფალი კონცენტრაცია.

 ინოვაციების სააგენტოსა და  აღნიშნულ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა  საშუალებას მისცემს სტუდენტებს გაითავისონ, რა არის ინოვაცია და გაეცნონ მაღალტექნოლოგიურ პროექტებსა და დანადგარებს.  ეს შესაძლობლობა განუვითარებს ახალგაზრდებს განსხვავებულად ფიქრის უნარს, რაც მომავალში გაზრდის  მეტი ინოვაციური სტარტაპის შექმნის პოტენციალს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics