|
2017-02-27 10:20:01, 1479 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს მიგრაციის საკითხებში ევროკომისარი ეწვია
საქართველოს ორ დღიანი ვიზიტით ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში ევროკომისარს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დახვდა. უწყების ინფორმაციით, მან მედიის წარმომადგენლებთან მაღალი შეფასება მისცა დიმიტრის ავრამოპულოსის ვიზიტს საქართველოში და აღნიშნა მისი განსაკუთრებული წვლილი ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში. „ევროკომისარის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ვიზალიბერალიზაციის პროცესში და ამ პროცესის წარმატებით დასრულების საკითხში. საქართველოს ევროკომისარის და ევროკომისიის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს და ჰქონდა, როგორც ვიზალიბერალიზაციის მიმდინარეობის ასევე რეფორმების განხორციელების პროცესში" - აღნიშნა მინისტრმა. მისი განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ შეფასდება საქართველოს განვლილი გზა, ასევე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში სამომავლო გეგმები. საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით დღეს საქართველო აღწევს "ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რასაც ეწოდება ჩვენი თავისუფალი გადაადგილება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და შენგენის ზონაში, რაც უზრუნველყოფს ჩვენს მეტ დაახლოებას ევროპულ ოჯახთან". დიმიტრის ავრამოპულოსი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)