05:43 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-24 13:05:32, 2126 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ვიქტორ დოლიძე: მესამე ვიცე-პრემიერის შემოღება და ამ პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავას დანიშვნა სწორი გადაწყვეტილება იყო

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის შეფასებით, მესამე ვიცე-პრემიერის შემოღება და ამ თანამდებობაზე  ალექსანდრე ჯეჯელავას დანიშვნა სწორი გადაწყვეტილება იყო.

„ვიცე პრემიერები შესაბამისი კომპეტენციებით არიან აღჭურვილი და ეს საერთაშორისო პრაქტიკაა. მესამე  ვიცე პრემიერის შემოღება ამ შემთხვევაში, რომელიც სანდრო ჯეჯელავას შეეხება, ვფიქრობ კარგი იდეა იყო, გამომდინარე  იქიდან, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის, მითუმეტეს, როცა ჩვენ სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერებაზე და განვითარებაზე გვაქვს  მსჯელობა, არა მხოლოდ მსჯელობა,  მუშაობას განვაგრძობთ, იქ იქნება კარგი წვლილი და ჩვენ ყველა უნდა  გვერდში დავუდგეთ ბატონ სანდროს ამ საქმეში. ვფიქრობ,  კარგი იდეა იყო და სწორი გადაწყვეტილებაა“,-განუცხადა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს.

ინფორმაციისთვის, მესამე ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე ალექსანდრე ჯეჯელავას საქმიანობის სფერო მთავრობაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინაცია და ახალგაზრდული პოლიტიკა იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics