11:45 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-20 14:14:37, 1202 ნახვა

საზოგადოება
„პატრიოტთა ალიანსი“ საპატრიარქოსთვის სახელმწიფო დაფინანსების გაზრდას ითხოვს

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" საპატრიარქოსთვის სახელმწიფო დაფინანსების გაზრდას ითხოვს, - ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. 

პარტიის ლიდერები მიიჩნევენ, რომ სწორედ დაფინანსების გამო საპატრიარქო დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა.

დავით თარხან-მოურავის განცხადებით, სახელმწიფო კონფესიებს ისევე უნდა აფინანსებდეს, როგორც ბიუჯეტიდან მოსახლეობის სხვადასხვა საჭიროებები ფინანსდება.

"ბიუჯეტი პროპორციულად უნდა აფინანსებდეს კომპესიებს და მართმადიდებელ ეკლესიებს პირველ რიგში. ჩვენი აზრით, ბიუჯეტის ნახევარი პროცენტი უნდა მიდიოდეს მართმადიდებელი ეკლესიის დაფინანსებაზე და მან 30 მლნ ლარზე მეტი უნდა შეადგინოს", - განაცხადა თარხან-მოურავმა.

ამასთან, პატრიის კიდევ ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა წარმოადგინა დოკუმენტი, რომელშიც ინაშვილის განმარტებით, საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების შესახებ გეგმაა გაწერილი. 

"ეკლესიის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში და ის დღესაც გრძელდება. დღეს არის მცდელობა, რომ დიდი განხეთქილება მოხდეს ეკლესიაში", - აღნიშნა ირმა ინაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების წესის შეცვლა "რესპუბლიკურმა პარტიამ" მოითხოვა. „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებმა ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ განაცხადეს, რომ ეკლესია ყველა ხელისუფლების დროს მატერიალურ ხელშეწყობას იღებდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics