2017-02-18 17:29:38, 2524 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე აგვისტოს ომზე: იმედია, გამოძიება დაადგენს სიმართლეს, რომელიც ქართველების ეთნიკურ წმენდას ეხება
დიდი იმედი გვაქვს გამოძიება დასრულდება და დაადგენს იმ სიმართლეს, რომელიც ეხება ქართველების ეთნიკურ წმენდას და დაცული იქნება ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიუნხენში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის თქმით, ბენსუდასთან შეხვედრაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების შემდეგი ეტაპები განიხილეს , რაც საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხითაა დაგეგმილი.
"ეს იყო მორიგი შეხვედრა, სადაც გამოძიების მიმდინარეობის პროცესი განიხილეს, აქტიურად არის კონტაქტზე საქართველოს მთავრობა შესაბამის პირებთან, ვინც გამოძიების პროცესში მონაწილეობს. განვიხილეთ შემდეგი ეტაპები, რაც არის გადასადგმელი საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან