02:47 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-17 15:19:03, 2074 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
მეუფე პეტრე: მამა გიორგი მამალაძეს ეკლესიის წინაშე ბევრი სიკეთე და დამსახურება აქვს

ჭყონდიდის მიტროპოლიტ, მეუფე პეტრეს განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძეს კარგად იცნობს და მას ეკლესიის წინაშე ბევრი სიკეთე და დამსახურება აქვს.

„პატრიარქი კარგად იცნობს მამა გიორგის. მას დედა ეკლესიის წინაშე ბევრი სიკეთე და დამსახურება აქვს. სულიერი შეფასებით, შეიძლება ორი შემთხვევა განვიხილოთ. ერთი - აუცილებლად აღმოჩნდება ჯვარცმული ავაზაკი მამაო, რომელიც ცხონდა და პირველი შევიდა სასუფეველში, ან მეორე, ეს დაშვებული განსაცდელია და მასზე ცილისწამება სულის საცხონებლად ეყოფა“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

შეგახსენებთ, რომ ილია მეორე მამა გიორგი მამალაძის დაკავებას გამოეხმაურა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მას მამა გიორგისგან კარგის მეტი არაფერი მოსმენია და უნახავს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics