01:22 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-16 16:04:48, 1842 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
დეკანოზ გიორგი მამალაძის დედა: დღემდე არც დაცვაზე შემოსულა ვინმე და ამბავიც არ უკითხავთ

დეკანოზი გიორგი მამალაძის მშობლების განცხადებით, მათ საგამოძიებო უწყებიდან დღემდე არავინ დაკავშირებიათ, თუმცა მათივე თქმით, უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით, მამა გიორგის მსგავსი განცხადების გაკეთების საფუძველი სავარაუდოდ აქვს.

„მამა გიორგის დაჭერის დღიდან, როდესაც ეს ამბავი გავიგეთ, არავინ მოსულა, არც დაცვაზე შემოსულა ვინმე და ამბავიც არ უკითხავთ. მამა გიორგი მამალაძე კიდევ ერთხელ დაჟინებით მოითხოვს, რომ მისი ოჯახი განსაკუთრებულად იყოს დაცული. ალბათ, მას ამის საფუძველი აქვს“, - განაცხადა დეკანოზ გორგი მამალაძის დედამ.

ჟურნალისტის კითხვაზე - იცნობს თუ არა ოჯახი საქმის ერთ-ერთ მოწმე ირაკლი მამალაძეს, დაკავებულის მშობლები უაყოფითად პასუხობენ. 

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

ცნობისთვის, 14 თებერვალს, სახალხო დამცველი უჩა ნანუშავილი ე.წ მატროსოვის ციხეში იმყოფებოდა. ნანუაშვილის ინფორმაციით, დაკავებული ოჯახის უსაფრთხოების დაცვას ითხოვს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics