07:33 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-14 15:31:35, 1340 ნახვა

საზოგადოება
ბულგარეთის სახელით მოპოვებული საერთაშორისო ფედერაციის თასი სოხუმს და სოხუმელებს ეკუთვნის

სოხუმელი დავით კვარაცხელია რალში ბულგარეთის ნაციონალურ ჩემპიონატში პირველი ადგილის მფლობელია.

ის არის სოხუმიდან დევნილი, სოხუმელი ემიგრანტი, სამაჩაბლოს და აფხაზეთის ომის ვეტერანი,  ამჟამად ბულგარეთის მოქალაქეობის მქონე პროფესიონალი ავტომრბოლელი, რომელიც არის 2016 წლის ბულგარეთის აბსოლუტური ჩემპიონი და  ბალკანეთის ნახევარკუნძულის ვიცე-ჩემპიონი რალიში. ყველა მიღწევას ის უძღვნიდა და უძღვნის სოხუმს და სოხუმელებს, სარბოლო ავტოზეც სიამაყით უწერია „SOKHUMI-GEORGIA“.

მან და მისმა ბულგარელმა კოლეგებმა 20 სარბოლო ავტოზე ანალოგიური წარწერა განათავსეს, რითაც სპორტის ამ სახეობის მოყვარულებს მიაწოდეს მესიჯი, რომ სოხუმი- საქართველოა. ასევე, მისი დაუღალავი მცდელობებით, პირადი კონტაქტების და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ფრენბურთის ერთ-ერთი ბულგარული გუნდის მაისურებზე განთავსებულია საქართველოს დროშა და წარწერა  „SOKHUMI-GEORGIA“.

დავით კვარაცხელიას მიზანია მის კოლეგასთან  პლამენ სტაიკოვთან ერთად 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ასპარეზობა,   რომ  მისი გამარჯვება საკუთარ სამშობლოს- საქართველოს, სოხუმსა და სოხუმელებს მიუძღვნას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics