22:32 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 13:24:31, 1555 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და აზერბაიჯანის კეთილმეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობები, რაც წარმოადგენს კარგ საფუძველს თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის. ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონალური თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

განსაკურებით ხაზი გაესვა ურთიერთობების განვითარების დიდ პოტენციალს, როგორც პოლიტიკური, ასევე  სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. აღინიშნა საქართველო-აზერბაიჯანის მონაწილეობით მიმდინარე სატრანსპორტო-ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობა.

მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტის და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ეფექტური რეალიზაციის მიმართულებით. აღინიშნა თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტებს არა მხოლოდ ორი ქვეყნის, არამედ რეგიონისთვის.

საუბარი შეეხო თანამშრომლობას ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში. საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიულ დოკუმენტზე მუშაობის დაწყებას.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ქვეყნებს შორის შენარჩუნდეს მაღალი დონის დიალოგი და ხელი შეუწყონ ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics