|
2015-03-31 17:22:16, 423 ნახვა
პოლიტიკა
გოკა გაბაშვილი მარგველაშვილს: კალამი, რომელიც ივანიშვილმა გაჩუქათ, საპრეზიდენტო ინსტიტუტის წყევლა გახდა
პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გოკა გაბაშვილის შეფასებით, დღევანდელი დღის სიმბოლო არა პრეზიდენტის ყოველწლირუი ანგარიშია, არამედ ის ცარიელი ფლანგი, რომელიც მთავრობის წევრებისთვის არის განკუთვნილი. ამის შესახებ გაბაშვილმა პარლამენტში პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემეგ განაცხადა. მისივე თქმით, დღეს საქართველოს ისეთი მთავრობა არ ჰყავს, რომელიც ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე პასუხისმგებელი იქნება. „შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მთავრობა არ ჰყავს, რომელიც ცუდს და კარგს გაარჩევს და გადაწყვეტილებებს მიიღებს. ქვეყანას ჰყავს ერთი კაცის ნების რამოდენიმე შემსრულებელი პირი, რომელიც რასაც და როგორ იტყვის, ისე იქნება. ის ერთი კაცი ბიძინა ივანიშვილი ძალიან კარგად მახსოვს, თქვენ დაგყვებოდათ საარჩევნო კამპანიის დროს და ერთ–ერთ ამაღელვებელ საარჩევნო მომენტში კალამიც კი გაჩუქათ, მაგრამ ეს კალამი გახდა წყევლა საპრეზიდენტო ინსტიტუტისა. ეს კალამი, ეს ნდობა, თქვენ მას არ გაუმართლეთ, არ ვიძახი გაუმართლეთ თუ არა ქართველ ხალხს, მაგრამ მას პირადად არ გაუმართლეთ. სწორედ ეს გახდა დღევანდელი დღის სიმბოლო, რომ ეს ფლანგი ცარიელია. ცინიკური კომენტარები, რომ მინისტრებს საქმე აქვთ და არ სცალიათ პარლამენტში მისასვლელად“, – აღნიშნა გაბაშვილმა. დეპუტატის შეფასებით, იმისათვის, რომ დღევანდელ გამოსვლას მთავრობა დასწრებოდა, საპარლამენტო უმრავლესობა „თავის სიმაღლეზე არ აღმოჩნდა“.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)