23:57 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 18:10:57, 2099 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
გვიმრაძე: საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე კითხვები ობიექტური ვერასდროს იქნება

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის გიორგი გვიმრაძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკურ მიკერძოებულობასთან დაკავშირებით კითხვები  ობიექტური ვერასდროს იქნება.

მანვე ჟურნალისტებთან საუბრისას  არასამთავრობო სექტორთან და მედია ექსპერტებთან გამართული შეხვედრაც შეაჯამა:

„ვესაუბრეთ არასამთავრობო სექტორს ჩვენს გეგმასთან, ჩვენს ხედვასთან დაკავშირებით, იმ  შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ სამეურვეო საბჭოსთან ერთად იქნა მიღწეული. მათ დასვეს კითხვები ამ საკითხებთან დაკავშირებით. ვფიქრობთ,  მოვახერხეთ, რომ გარკვეული თვალსაზრისით გაგვეცა  ამომწურავი პასუხები დღეს  რა ეტაპზეც ვართ იმასთან დაკავშირებით. შემდეგ, როცა იქნება  სამეურვეო საბჭოსთან ის შედეგი მიღწეული, რომელიც ეხება  შეფასებით ინდიკატორებს, ამის შემდეგ ცხადია,  გავაგრძელებთ არასამთავრობო სექტორთან,  საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს, რათა  არ დარჩეს არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი, რომელიც ცხადია ყველას აღელვებს ამ რთულ პროცესში“,-აღნიშნა გიორგი გვიმრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics