20:26 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-08 17:43:18, 2803 ნახვა

მსოფლიო
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი, ქონების მისაკუთრების ბრალდებით, სასამართლომ უკვე მეორედ ცნო დამნაშავედ, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ“ დაადგინა, რომ 2013 წელს ნავალნის სამართლიანი სასამართლოს უფლება შეეზღუდა და რუსეთს საქმის ხელახლა განხილვა დაავალა. მაშინ სასამართლომ ნავალნი 16 მილიონი რუბლის ღირებულების ხე-ტყის მასალის მითვისებაში დამნაშავედ ცნო.

როგორც ნავალნიმ აღნიშნა, სასამართლოს ახლანდელი გადაწყვეტილება 2013 წლის განაჩენის ზუსტი ასლია. პოლიტიკოსის შეფასებით, ის დარწმუნებული იყო, რომ სასამართლო კიდევ ერთხელ გაამტყუნებდა.

ალექსეი ნავალნი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics