02:16 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-08 11:39:52, 1289 ნახვა

საზოგადოება
თურქეთში საჯარო სამსახურიდან 4 464 ადამიანი გაათავისუფლეს

თურქეთში საჯარო სამსახურიდან 4 464 ადამიანი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ Anadolu იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, საკადრო ცვლილებები განათლების სამინისტროში მოხდა. უწყებიდან 2 585 თანამშრომელი დაითხოვეს. გარდა ამისა, 893 ჟანდარმერიიდან, 88 კი ტელეკომპანია TRT-დან.

მედიის ცნობით, გათავისუფლებულ თანამშრომლებს 2016 წლის ივლისში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირი ედებათ ბრალად.

შეგახსენებთ, რომ ამბოხი თურქეთში გასული წლის 15 ივლისს მოხდა. შეტაკებების შედეგად 230-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 100-ზე მეტი მოქალაქე მძიმედ დაშავდა.

თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მცდელობას მუსლიმ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენს აკისრებს, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და მის ექსტრადიციას ითხოვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics