00:52 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-06 17:39:41, 1330 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში მორიგი უწყებათაშორისი სწავლება „კოლხიდა 2017“ დაიწყო

6 თებერვალს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და აშშ-ს არმიის საინჟინრო კორპუსის ორგანიზებით სამთავრობო უწყებათშორისი სწავლება „კოლხიდა 2017“ დაიწყო.

უწყებათშორისი სწავლება ეროვნულ სიტუაციურ ოთახში, საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტოს საველე ოპერაციების ცენტრსა და ეროვნული გვარდიის ბაზაზე ერთდროულად გაიმართება.

 „კოლხიდა 2017-ის“ მიზანია საგანგებო სიტუაციების მართვის დროს უწყებათშორისი თანამშრომლობის გაუმჯობესება, კრიზისების მართვის ორგანოებში გადაწყვეტილების მიღების პროცესის, ასევე საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის, მიღების და განაწილების პროცედურების დახვეწა, მაღალი რანგის თანამდებობის პირების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და აღდგენითი ფაზის კოორდინაცია.

უწყებათშორისი სწავლება, რომელშიც სხვადასხვა შესაბამისი უწყების 120 წარმომადგენელი მონაწილეობს,  9 თებერვალს დასრულდება. სწავლების პარტნიორია ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრი.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics