00:52 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-06 14:59:59, 1459 ნახვა

საზოგადოება
დაზარალებული მოვაჭრეები „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში შეუშვეს

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები შენობაში შეუშვეს. 

„ნახშირი მიგვაქვს სახლში. 40 წლის ნაშრომი, როგორც იტყვიან აღარაფერი აღარ  დაგვრჩა. შეძლებისდაგვარად, რაც ამოვიცანით  ის არის“, - აცხადებენ მოვაჭრეები. 

პროცესს შენობის მეწილეთა ნაწილი ესწრება. ადგილზე ასევე, სამართალდამცველებიც იმყოფებიან, რომლებიც დაზარალებულებთან ერთად, შენობაში შედიან, ვიდეოგადაღებას ახორციელებენ და შენობიდან გამოსული დაზარალებულების გამოკითხვას ახდენენ. 

ცნობისთვის, „ბავშვთა სამყაროში“ ხანძარი  ერთი კვირის წინ გაჩნდა. ხანძრის შედეგად 15 ათასი კვადრატული მეტრი ფართი დაიწვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics