|
2017-02-06 14:10:23, 2050 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ზაუტაშვილი: თუკი გადაცემა „რეალური სივრცე“ ახლა შეჩერდება, ის ეთერში ვეღარასოდეს დაბრუნდება
გადაცემის „რეალური სივრცე“ წამყვანი ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეხვდა. როგორც ზაუტაშვილმა აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საზოგადოების ტელევიზია და მის ბედს მხოლოდ საზოგადოება გადაწყვეტს. ამასთან, ზაუტაშვილის ინფორმაციით, ტელევიზიაში არსებული საინიციატივო ჯგუფი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების ალტერნატიულ ხედვას წარადგენს. ნინო ზაუტაშვილის განცხადებით, „რეალური სივრცე“ დღეიდან ხსნის სადისკუსიო სივრცეს 5-დან 6 საათამდე და პარასკევს საღამოს 10 საათამდე. „ყველას, ვისაც აქვს გეგმა და მოსაზრება მაუწყებლის განვითარებასთან დაკავშირებით, მზად ვართ მოვუსმინოთ. საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების შეჩერება კანონითაც არასწორია და ეს ვერ მოხდება. როგორც გავიგეთ, თურმე, მხოლოდ აპარატურის გამო იყო პრობლემა. მხოლოდ აპარატურა არ აკეთებს ტელევიზიას, მას აკეთებენ ადამიანები“, - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა და დასძინა, რომ დარწმუნებულია, თუკი გადაცემა „რეალური სივრცე“ ახლა შეჩერდება, ის ეთერში ვეღარასოდეს დაბრუნდება.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)