21:53 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 12:58:32, 905 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანიამ 2016 წლის ანგარიში წარადგინა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ  2016 წლის ანგარიში წარადგინა. 

დავით ნარმანიამ  დამსწრე საზოგადოებას 2016 წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო. 

თბილისის მერის განცხადებით, 2016 წლის მთავარი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურის განვითარება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება და გამწვანებითი ღონისძიებები იყო. 

„ქალაქში არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, ჩვენ პროგრამული ბიუჯეტი სწორედ, ამ საჭიროებებზე მივმართეთ და ძალა არ დავიშურეთ, რათა გარკვეულწილად მაინც მოგვეგვარებინა არსებული პრობლემები“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.  

თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა წლების მიხედვით ბიუჯეტის ათვისებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ  ბოლო 2 წლის განმავლობაში ბიუჯეტის შესრულების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

„ჩვენ 24 საათიანი შრომით ვცდილობთ თბილისელების ყოველდღიური ცხოვრება გავხადოთ უკეთესი. ყოველი მეორე დღე სჯობდეს წინას და ამას გრძნობდეს თითოეული ჩვენი თანამოქალაქე. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics