20:31 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-01 11:27:43, 1065 ნახვა

საზოგადოება
Freedom House: საქართველოში, პრობლემად კვლავ მედიის საკითხი და კანონის უზენაესობა რჩება

არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოში, პრობლემად კვლავ მედიის საკითხი და კანონის უზენაესობა რჩება.

როგორც Freedom House-ის წარმომადგენელი არჩ ფადინგთონი აღნიშნავს, ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მედიის თავისუფლების კუთხით 49 ქულა აქვს მინიჭებული 100-დან. კერძოდ კი, ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნის სტატუსი აქვს. 

„პრობლემებია ტელევიზიების მფლობელებთან დაკავშირებით. ასევე, პრობლემებია კანონის უზენაესობაში. დროდადრო იყო პრობლემები ბრალდებებთან დაკავშირებით პოლიტიკური გასამართლებებზე, თუმცა საქართველოს, მის მეზობლებთან და ევრაზიის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ კარგი მდგომარეობა აქვს”, - აღნიშნა არჩ ფადინგთონმა. 

ამასთან, ეკონომიკის განვითარების კუთხით, საქართველო ნაწილობრივ განვითარებულია და 30-დან 16 ქულა აქვს აღებული. 

ცნობისთვის, მედიის თავისუფლების კუთხით ყველაზე ცუდი მდგომარეობა, ეგვიპტეში, საფრანგეთში, რუსეთში, სამხრეთ კორეასა და თურქეთშია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics