20:29 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-31 11:37:22, 996 ნახვა

საზოგადოება
ოქროს ბირჟის მოვაჭრე: საცავში არსებული ძვირფასი ნივთები დაუზიანებელია

ოქროს ბირჟის ერთ-ერთი მოვაჭრის ნანული კერესელიძის ინფორმაციით, საცავებში არსებული ძვირფასი ნივთები დაუზიანებელია

მისივე თქმით, მან ძვირფასი ნივთები სრულად აიღო.

„საცავში არსებული ნივთები დაუზიანებელია. ჩემი ნივთები სრულად ავიღე“,-განაცხადა კერესელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

სამარალდამცველებმა ე.წ.  ბავშვთა სამყაროს ოქროს ბირჟის საცავებში, სადაც ძვირფასი ნივთებია შენახული, დაზარალებულების პირველი ოთხეული შეიყვანეს. საცავებში შესვლა მორიგეობით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, „ბავშვთა სამყაროსთან“ დაზარალებულები  არიან შეკრებილები. შენობაში ამ დრომდე მიმდინარეობს დაქრობითი სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაა.

შეგახსენებთ, ხანძარი „ბავშვთა სამყაროში“ გუშინ ღამის 3 საათზე გაჩნდა. 10 ათასზე მეტი კვადრატული მეტრის ფართობი მთლიანად განადგურდა. ჩამონგრეულია შენობის ნაწილი. ზარალი დიდია, ზიანი1000 -ზე მეტ მეწარმეს მიადგა. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics