20:37 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-31 10:53:50, 1106 ნახვა

საზოგადოება
„ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოვაჭრეებს თავიანთ დახლებთან ეტაპობრივად შეუშვებენ

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, მოვაჭრეებს თავიანთ დახლებთან ეტაპობრივად შეუშვებენ.

როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამ დროისთვის მოვაჭრეების სიის გადამოწმება მიმდინარეობს, რათა ისინი თავიანთ დახლებთან მიიყვანონ.

ცნობისთვის, სეიფებში არსებული პროდუქცია, მათ შორის, ძვირფასეულობა, ხანძარს გადაურჩა. თუმცა. ჯერ უცნობია, როდის გამოიტანენ შენობაში გადარჩენილ საქონელს. სახანძრო და სამაშველო ბრიგადების გარდა, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში საპატრულო პოლიციის ათამდე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

ხანძრის სრულ ლიკვიდირებას მეხანძრეები დღეისთვის ვარაუდობენ.

შეგახსენებთ, ხანძარი „ბავშვთა სამყაროში“ გუშინ ღამის 3 საათზე გაჩნდა. 10 ათასზე მეტი კვადრატული მეტრის ფართობი მთლიანად განადგურდა. ჩამონგრეულია შენობის ნაწილი. ზარალი დიდია, ზიანი1000 -ზე მეტ მეწარმეს მიადგა. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics