|
2017-01-31 10:01:58, 1016 ნახვა
საზოგადოება
„ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეები შენობიდან ნივთების გამოტანას ითხოვენ
„ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეები შენობიდან ნივთების გამოტანას ითხოვენ. როგორც ადგილიდან "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ისინი ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ მოხდეს მათი კუთვნილი ნივთების შენობიდან გამოტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში შენობაში შეჭრით, გზის გადაკეტვით და შენობის შტურმით აღებით იმუქრებიან. ცოტა ხნის „ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის ვიცე მერი ლაშა აბაშიძე მივიდა. ის ხანძრით დაზარალებულებს შეხვდა. შეგახსენებთ, რომ მასშტაბური ხანძარი „ბავშვთა სამყაროში“ გუშინ დილის 3 საათზე გაჩნდა. 10 ათასზე მეტი კვადრატული მეტრის ფართობი მთლიანად განადგურდა. ჩამონგრეულია შენობის ნაწილი. ზარალი დიდია, ზიანი1000 -ზე მეტ მეწარმეს მიადგა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)