|
2017-01-27 21:51:29, 2568 ნახვა
სამართალი საზოგადოება
„კაბელების საქმის“ ყოფილი მსჯავრდებული: ჩვენ გარეთ ვართ და გავაგრძელებთ ბრძოლას
ჩვენ გარეთ ვართ და გავაგრძელებთ ბრძოლას გარეთ, - ამის შესახებ „კაბელების საქმის“ ყოფილმა მსჯავრდებულმა არჩილ ალავიძემ საპატიმროს დატოვებისას განაცხადა. მისი თქმით, მათი უდანაშაულობა გამოტანილი სასამართლოს დადგენილებით დამტკიცა, თუმცა მისივე თქმით, სასამართლომ ბოლომდე წნეხს ვერ გაუძლო. „რა თქმა უნდა, ველოდით და ნამდვილად დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტს ამისთვის, რომ ასეთი გულისხმიერება გამოიჩინა და ის, რასაც ჩვენ ამდენი წელი ვიბრძოდით და ნამდვილად დაასრულა. რა თქმა უნდა, ბოლომდე არ არის დასრულებული საქმე, მაგრამ მაინც ერთი ნაბიჯით წინ წასული არის. ჩვენ გარეთ ვართ და გავაგრძელებთ ბრძოლას გარეთ. ჩვენ ვართ უდანაშაულოები, ვიყავით უდანაშაულოები და ეს დამტკიცდა გამოტანილი სასამართლოს დადგენილებით, თუმცა ბოლომდე წნეხს ვერ გაუძლო სასამართლომ, მაგრამ ამას ბოლომდე მივიყვანთ ჩვენ და დიდი მადლობა პრეზიდენტს,“ - აცხადებს არჩილ ალავიძე. საპატიმროს დატოვებისას კომენტარი გააკეთა კიდევ ერთმა ყოფილმა მსჯავრდებული გიზო ღლონტმა, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლებამ სასამართლო სისტემას უნდა მიხედოს. “ჩვენ ერთადერთი იმედი იმის გვქონდა, რომ პრეზიდენტი მიიღებდა სრულიად სწორ მართებულ გადაწყვეტილებას სახელმწიფოებრივად. მიიღებდა იმ გადაწყვეტილებას, რაც დღეს რეალურად დადგა იმიტომ, რომ ის არის მთავარსარდალი, მან სრულიად იცოდა ეს საქმე როგორ პოლიტიზირებული იყო, როგორი მიმართულებით მიდიოდა და მე მინდა მადლობა გამოვხატო, მადლობა გადავუხადო ამ ყველაფრისთვის. კიდევ ერთხელ მივმართავ ყველა შტოს, მთავრობას მივმართავ, რომ მიხედოს სასამართლო ხელისუფლებას. იქ სამართლიანობა თუ არ დაიმკვიდრებს ისე ქვეყანა ვერ განვითარდება. სააპელაციო სასამართლო ნაწილობრივ ეცადა გამოესწორებინა ის, რაც პირველმა ინსტანციამ დაუშვა შეცდომა და ის რაც გამოძიებამ და პროკურატურამ შეიყვანა ჩიხში. თუ არ იქნება სასამართლო თავისუფალი, ასეთი პრეცედენტები იქნება კიდევ. სამართლებრივად ბრძოლას ვაგრძელებთ და იმედია უზენაეს სასამართლოში ჩვენი დაწყებული საქმე დასრულდება სამართლიანად,“ - განაცხადა გიზო ღლონტმა. ცნობისთვის,ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულებმა საპატიმრო დატოვეს. სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან მათ ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები დახვდნენ. იქ იმყოფებიან თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებიც.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)