15:29 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 16:11:53, 2351 ნახვა

ეკონომიკა
სებ-ი: დეკემბერში კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.9 მილიარდი ლარით გაიზარდა

2016 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.9 მილიარდი ლარით, ანუ 6.6%-ით გაიზარდა.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს:

„2017 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით. დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებით) 1.9 მლრდ ლარით, ანუ 6.6 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 3.8 პროცენტი შეადგინა) და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 30.1  მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.0 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.2 პროცენტია“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
CashBack-ის და VISA-ს საზაფხულო შეთავაზება ლიბერთის მომხმარებლებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics