11:44 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 12:33:47, 1082 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია პოლონეთის ელჩს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მარიუშ მაშკევიჩს შეხვდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. საუბარი მხარეებს შორის ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. მხარეებმა სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები განიხილეს .

„ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ გავააქტიუროთ კიდევ უფრო ურთიერთობა თბილისსა და პოლონურ ქალაქებს შორის. გარდა ამისა, ვისაუბრეთ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის შესახებ. ასევე განვიხილეთ პროექტები, რომლებიც სამომავლოდ საინტერესო შეიძლება იყოს პოლონური კომპანიებისთვის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

მარიუშ მაშკევიჩი საქართველოში პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას დეკემბრიდან იკავებს. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics