15:31 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-28 14:58:18, 559 ნახვა

პოლიტიკა
ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე თინა ხიდაშელის კანდიდატურა წარადგინეს

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე თინა ხიდაშელის წარდგენას  პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი  დაეთანხმა.
ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა თემურ ჭკუასელმა  ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ხიდაშელის კანდიდატურა გადაწყვეტილია.
„ფრაქციის სხდომაზე ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. პრემიერი მის კანდიდატურას დაეთანხმა, ამით ძალიან ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი და გააზრებული“,-განაცხადა თემურ ჭკუასელმა.
ცნობისთვის,  ევროინტეგრაციის თავმჯდომარის პოსტი ვაკატური მას შემდეგ გახდა, რაც თანამდებობა „თავისუფალი დემოკარტების“ წევრმა ვიქტორ დოლიძემ დატოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics