01:09 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-13 13:11:04, 984 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფრაქციის სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფრაქციის დღევანდელ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

ამის შესახებ პარტიის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით,  პარტია ახლა 20 იანვრის ყრილობაზეა ორიენტირებული.

„ყოფილი ჩვენი თანაგუნდელები, მათი გუშინდელი განცხადების  შემდეგ, ასე შემიძლია ვუწოდო, ძალიან დიდ დროს უთმობენ მათი პირველივე  დამოუკიდბელ ი,  პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისას ადგილების დანაწილებას. ჩვენთვის ეს არ არის ამოსავალი წერტილი და შესაბამისად, არ მივიღებთ მონაწილეობას არც ფრაქციის სხდომაში. ჩვენ ახლა ვართ ორიენტირებული, რომ ძალიან ფართომასშტაბიანი ყრილობა ჩავატაროთ 20 იანვარს“,-განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ამასთან, ფრაქციის დღევანდელ სხდომას არ დაესწრება ფრაქციის თავმჯდომარე ნიკა მელია.

ცნობისთვის, პარლამენტში ე.წ. უგულავა-ბოკერიას გუნდის წევრები ფრაქციის სხდომას მართავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics