16:06 - 14 Jun, 2026
|
2015-03-27 17:39:09, 654 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა გერმანელ ხალხს მიუსამძიმრა
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნა. თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი კახა ჩიქოვანი საელჩოში მივიდა და საქართველოს თავდაცვის უწყების სახელით, ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული მგზავრების ხსოვნას პატივი მიაგო. მან სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და დაღუპულთა ოჯახებს თანაუგრძნო. ცნობისთვის, 24 მარტს საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ავიაკატასტროფა განიცადა გერმანული ავიაკომპანიის Germanwings Flight-ის თვითმფრინავმა, რომელიც რეისს ბარსელონადან დიუსელდორფში ასრულებდა. ავიაკატასტროფის დროს ბორტზე 142 მგზავრი, 2 პილოტი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)