04:46 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-07 16:34:31, 1285 ნახვა

საზოგადოება
საშობაო მსვლელობა დასრულდა

საშობაო მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.

როგორც ადგილიდან "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ალილოს მონაწილეებმა და სასულიერო პირებმა ტაძარში მაცხოვრის შობის ხატი უკვე შეაბრძანეს.

ცნობისთვის, მსვლელობა დღეს ვარდების მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყო. მასში მონაწილეობა საპატრიარქოს წარმომადგენლება, სტიქაროსნებმა და მრევლმა მიიღეს. ალილოს მონაწილეებს გზადაგზა ხელისუფლების წარმომადგენლები ხვდებოდნენ და მათ ტკბილეულობასა და სხვადასხვა საჩუქრებს გადასცემდნენ.

შეგახსენებთ, საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნეებიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა საქართველოში 2000 წლიდან აღდგა. ეს არის დღე როდესაც ღამისთევის შემდეგ მგალობლები დადიან ქუჩებში და მოსახლეობას ულოცავენ ქრისტეშობის დღეს. მსვლელობის დროს მახარობლები აგროვებენ იმ შემოწირულობას, რასაც ხალხი გადასცემს მათ და ეს შემოწირულობა ურიგდებათ გაჭირვებულ ადამიანებს, მიუსაფარ ბავშვებს და ასევე პატიმრებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics