06:04 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-06 15:35:22, 1647 ნახვა

კომენტარი
ზვიად ქორიძე: საბჭომ გენერალურ დირექტორად მკვეთრად გამოკვეთილი, პოლიტიკურად ანგაჟირებული პერსონა აირჩია

„საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭომ გენერალურ დირექტორად  დღეს მკვეთრად გამოკვეთილი, პოლიტიკურად ანგაჟირებული პერსონა აირჩია“, - ასე გამოეხმაურა  მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ  დირექტორად  ვასილ მაღლაფერიძის არჩევას.

ქორიძის თქმით, საბჭომ პრაქტიკულად მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც  ორიენტირებულია იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული ინსტიტუცია რაღაც პერიოდით კიდევ ვერ განვითარდეს.

„ადამიანი, რომელიც გასაუბრების დროს ღიად საუბრობდა არა ზოგადად პოლიტიკურ პრეფერენციებზე, არამედ თავის პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე, რომელიც მას არ უქმნის უხერხულობას. დღეს აღმოჩნდა, რომ საბჭოსაც არ უქმნის ეს უხერხულობას. ჩვენ, პრაქტიკულად, შეიძლება აღმოვჩნდეთ ფაქტის წინაშე, რომ გვქონდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი პარტიული კუთვნილებით“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს.

ახალი გენდირექტორის გამოსავლენად, სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც განმეორებითი კენჭისყრისას ვასილ მაღლაფერიძე 6 ხმით აირჩიეს. მეორე კანდიდატმა თინათინ ბერძენიშვილმა 2 ხმა მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics