20:46 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-30 17:29:57, 1381 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფომრაციით, მხარეებმა  სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებაზე ისაუბრეს.

პეტრო პოროშენკომ გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს, ასევე, გაერო-ში უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციის თანაავტორობისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და იგი საქართველოში მოიწვია.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics